Popular Posts

Popular Posts

Popular Posts

Translate

Sunday, September 1, 2013

გესეირნება თერჯოლაში


თერჯოლა საინტერესო ქალაქია, თუმცა ცოტამ თუ იცის აქ  რამდენი მნიშვნელოვანი ადგილია  .გთავაზობთ გასეირნებას  ჩემს   მუნიციპალიტეტში:                                                                                    

 ღვანკითის დედაღვთისა – ეკლესია მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის                  სოფელ ღვანკითში, სოფლის დასავლეთით, მდ. ჩოლაბურის მარჯვენა ნაპირზე.                               აგებულია მეთორმეტე საუკუნეში.მის შესახებ საინტერესო ლეგენდა არსებობს: ერთხელ მდ.    ჩოლაბური ისე ადიდებულა, რომ თამარ მეფე ღვანკითის მხარეს ვეღარ გასულა. სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფოდ აუგიათ ეკლესია და წყლის დაკლებამდე მეფისათვის ლოცვას შედგომიან, არგვეთის მხარეს კი, ეკლესიაში, თვითონ თამარ მეფე ლოცულობდა.


ოქონა-  ეკლესია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ოქონას მთაზე.


 სკანდის ციხე- მდებარეობს სოფელ სკანდეში.აგებულია  მეოთხე საუკუნეში,ციხის სიმაღლე 120 მეტრია. მას სამხრეთის მხრიდან ჩამოუდის ბერისწყაროს ღელე, ხოლო ჩრდილოეთიდან – პატარა ნკადული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "გურამღელეს"' ეძახის.



 გოგნის კარუგდებელი-გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ.სახელწოდება შემთხვევითი არაა. ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმიდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. ამიტომაც უწოდეს კარუგდებელი. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენეს. როცა წმიდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.


ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია-მდებარეობს ქალაქ თერჯოლაში.


 მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი.

რელიგიური ფასეულობების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ ბუნებაში გაისეირნოთ ასეთ ადგილებს თერჯოლაში ნამდვილად იპოვით.
                                                    
ნავენახევის მღვიმე -სოფელი ნავენახევი.  

ქადაგიძის რაფი-სოფელი საზანო.
                                                                  
   გოგნის უდაბნო  -სოფელი გოგნი.                                                                                                                                                      

0 comments:

Post a Comment